2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები განხორციელდა
20-03-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები განხორციელდა. 

ცენტრის ცნობით, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია რამდენიმე პროგრამას მიენიჭა. 

აკრედიტაცია მიენიჭა საქართველოს ტექნიკურ და შავი ზღვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს დაემატა:

  • საინჟინრო მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
  • ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა
  • მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა
  • აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა
  • ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა
  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
  • ბიზნესის ადმინისტრირების (რუსულენოვანი) საბაკალავრო პროგრამა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაემატა:

  • ჟურნალისტიკა

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაემატა:

  • აგრარული ტექნოლოგიები

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს დაემატა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება

იხილეთ დეტალურად დამატებული პროგრამები

ამავე თემაზე: აბიტურიენტებისთვის 2019 წლის ცნობარი გამოქვეყნდა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203