„მოკლე ციკლის პროგრამების“ საბაკალავრო საფეხურის 3 წლამდე და სამაგისტროს 1 წლამდე შემცირებაზე გადაწყვეტილება მიღებულია - ირინა აბულაძე
19-03-2019

მოკლე ციკლის პროგრამების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კანონის საფუძველზეც განსაზღვრულია, თუმცა, წელს ამ მხრივ ცვლილებები არ განხორციელდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი კონკრეტული ფაკულტეტები, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხება.

„კანონის საფუძველზე ეს უკვე დადგენილია, თუმცა მოკლე ციკლის პროგრამების განხორციელება, მათ შორის პროფესიულის საფუძველზე. ამ მიმართულებით უცხოელ ექსპერტებთან და ხარისხის განვითარების ცენტრთან მუშაობა  მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის მიმართულება გადის საერთაშორისო შეფასებას, ველოდებით დასკვნას და შესაბამისად, ამის შემდეგ დაიგეგმება უკვე პროცესები  ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ. წელს ეს არ ამოქმედდება და ამ ეტაპზე არც კონკრეტული ფაკულტეტები არ ვიცით, რომელსაც ეს შეეხება“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203