სკოლაში შევა ყველა ის ბავშვი, რომელიც სწავლის დაწყების დღეს 6 წლის იქნება - ირინა აბულაძე
19-03-2019

2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, სწავლის დაწყებას შეძლებენ ის ბავშვები, ვინც 16 სექტემბრისთვის იქნებიან 6 წლის (პირველ კლასში შესვლას 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ).

დღეს განათლების სამინისტროში პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განხორციელდება.

რეგისტრაციის II ეტაპი, 2-დან 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომელთ მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

IV ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება.

ვრცლად იხილეთ: პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203