რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი?
18-03-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაუუქმდეთ.

Etaloni.ge გთავაზობთ ყველა შესაძლო ვარიანტს თუ რა შემთხვევებში შეიძლება სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდეს.

კერძოდ, აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან:

  • დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)
  • არ აქვს/ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი
  • 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე
  • 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი

აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტოს ჩათვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას და მათი შედეგები არ იქნება გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის შედგენისას.

2019 წლის 7 მაისის 18:00 საათის შემდეგ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში გამოცდაზე რეგისტრაციის გადახდილი საფასური აბიტურიენტს უკან ვეღარ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტს, 10:00 საათიდან დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203