საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გამოცხადდა
13-03-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესს.

გასაუბრება მოხდება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფლობენ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს და რომელთაც განაცხადის ფორმა შეავსეს ვებგვერდზე www.directos.mes.gov.ge.

გასაუბრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 18 და 19 მარტს გაიმართება.

იხილეთ განრიგი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203