როდის დაიწყება სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია - განათლების სამინისტროს პასუხი
13-03-2019

როდის გამოცხადდება სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია ჯერჯერობით უცნობია. როგორც etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის ბრძანება ჯერ არ გამოქვეყნებულა.

„მინისტრის ბრძანება ჯერ არ გამოქვეყნებულა. სავარაუდოდ, ამ თვეში იქნება და შესაბამის ინფორმაციას გავავრცელებთ. პირველკლასელთა რეგისტრაცია, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებამდე გამოცხადდება“, - განგვიცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ წინა სასწავლო წელს პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო და 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.

ასევე იხილეთ: საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეების რიცხოვნობის განსაზღვრის ვადა დადგინდა

პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებებია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203