ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელეს
08-03-2019

თიანეთის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლა საქველმოქმედო მიმართულებით ღონისძიებებს აგრძელებს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამჯერად მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელთან - ლელა დულუზაურთან ერთად სოფელ გოჯიაანებში მცხოვრებ მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოხუცს - ქალბატონ ქეთევან ტუშურს ეწვივნენ.

ბავშვებმა მოხუცს საკუთარი სახსრებით შეგროვილი სხვადასხვა პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს.

„მოხუცი მოსწავლეების ვიზიტმა და ყურადღებამ ძალიან გაახარა.  მან დიდი მადლობა გადაუხადა ბავშვებს, კლასის ხელმძღვანელს და სკოლის ადმინისტრაციას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203