თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში შემეცნებითი და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
06-03-2019

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასში ჩატარდა „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი თემაზე „საქართველოს განძი და მისი მცველები“. 

გაკვეთილს მასწავლებელი ლ. პაიჭაძე უძღვებოდა. 

გაკვეთილს სკოლის დირექტორი მერაბ კობახიძე, მოადგილე ლიანა თედიაშვილი და მოწვეული სტუმარი, ხელოვანი, მესტიის რაიონის სოფელ უშგულის მკვიდრი მევლუდ ჩარქსელიანი ესწრებოდნენ. 

სტუმარმა მოსწავლეებს ხის ნაკეთობები მოუტანა და მათ შესახებ ესაუბრა. 

ბავშვებმა სტუმარს კითხვები დაუსვეს და პასუხებიც მოისმინეს. საბოლოო ჯამში, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203