ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“ ჩაატარეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“ ჩაატარეს.
სკოლის აღსაზრდელებმა დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს და დედებსა და პედაგოგებს დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მოილოცეს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა დედებს საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები