
მესტიის მუნიციპალიტეტის, ბეჩოს საჯარო სკოლაში დედათა და ქალთა დღეები ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებაში 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ, დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს, ხალხურ საკრავებზე დაუკრეს და იმღერეს.
ღონიძიებას თითოეული კლასის დამრიგებელი - ნანა კვიციანი, თამარ კვიციანი, ნინო გვიჩიანი და ნონა ქალდანი ხელმძღვანელობდა.
სკოლა ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები