ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობისთვის დაჯილდოვდნენ
06-03-2019

თელავის მუნიციპალიტეტის, ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები ,,კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ გიორგი ქორბუდიანს (I კლასი) და დაჩი ხაჩიძეს (IV კლასი). 

ინგლისური ენის ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის კი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ გიორგი პავლიაშვილი (III კლასი), გიორგი ოსორული (III კლასი), თამარ ზათიაშვილი (III კლასი) და ლიზი რაიბული (III კლასი).  

დიპლომი გადაეცა  ლელა ზათიაშვილს (V კლასი).

ქართული ენის ფინალურ ტურში მონაწილეობისათვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ  დაჩი ხაჩიძე (IV კლასი) და ნანა ზათიაშვილი (VI კლასი). 

ანამარია  ქორბუდიანს (II კლასი) გადაეცა დიპლომები: ქართული ენის, ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის.

სკოლა მოსწავლეებს შემდგომ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203