ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის დღესასწაულები საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს
04-03-2019

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნაირა ბაბლიძის ხელმძღვანელობით, დედისა და ქალთა დღეებს ღონისძიება და გამოფენა - „დედა- ქალი- გაზაფხული“ მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მესამეკლასელებმა დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაულები საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს.

„მე-3ბ კლასმა მორიგი საინტერესო ღონისძიება და გამოფენა მიუძღვნა დედისა და ქალთა დღეებს. სკოლის აღსაზრდელები დედებსა და მასწავლებლებს თავიანთი გულწრფელი შემოქმედებით მოეფერენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203