
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ჟებოტის საჯარო სკოლის მესამე კლასში ქართული ენისა და ბუნების ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ციური ქაჩლიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.
„მოსწავლეები საუკეთესოდ ახდენდნენ ცოდნის ტრანსფერს საგანთა შორის. ეს გაკვეთილი კოლეგებისთვისაც საუკეთესო გამოცდილების გაზიარება იყო“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები