ვალის N2 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო შეჯიბრი ჩატარდა
04-03-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2  საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელმა ინგა ლაზარაშვილმა მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო შეჯიბრი ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამოვლინდნენ შეჯიბრის გამარჯვებული მოსწავლეები, როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში.

გოგონებიდან ფინალში მე-11 კლასის მოსწავლე ნინო ნადირაძე გავიდა. ვაჟებში კი - მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი შაყულაშვილი. საბაზო საფეხურის მოსწავლეებიდან ფინალში მე-7 კლასის მოსწავლე შმაგი ბექაური იასპარეზებს.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, შეჯიბრი დაიგეგმა ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით. ეს არის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა. მის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო რესურსცენტრები და სხვადასხვა მოქმედი ინსტიტუციები.

ოლიმპიადის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის მასობრივი ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ჯანმრთელი და წარმატებული თაობის აღზრდა.

ოლიმპიადა შემდეგი ეტაპებით მიმდინარეობს: მუნიციპალური,რეგიონული, ზონალური დ დასკვნითი თამაშები. ხოლო 2 წელიწადში ერთხელ, ოლიმპიადის გამრჯვებულები, მონაწილეობას იღებენ ევროპისა და მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203