ბათუმის N1 საჯარო სკოლამ მცირე გრანტების ფარგლებში 5000 აშშ დოლარის დაფინანასება მოიპოვა
01-03-2019

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N1 საჯარო სკოლამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და Alumni TIES მცირე გრანტის ფარგლებში მოიპოვა 5000 აშშ დოლარის დაფინანსება.

დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება პროექტი „მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობის მიზნით.“

პროექტის ძირითადი პრინციპია მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების სწავლების ხარისხის გაძლიერება საჯარო სკოლებში, რაც თავსი მხრივ გააუმჯობესებს მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების აღქმა-გააზრებას და ეს საბოლოოდ პოზიტიურად აისახება საზოგადოებაზე. მიგვაჩნია, რომ სკოლა საუკეთესო ადგილია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის, სადაც უნდა მოხდეს მომავალი ლიდერების ჩამოყალიბება და ახალგაზრდების აღჭურვა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით, ასევე მათში გლობალური მასშტაბის სააზროვნო უნარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად კი საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერება და სწავლების ხარისხის გაზრდა გარდაუვალია.

2019 წლის 25 თებერვალს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია.

პროექტს ნინო მიქელაძე, ნინო მაისურაძე, ელზა ზაქარეიშვილი და ნატალია მგელაძე ახორციელებენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203