„მადლობა „ეტალონს“ ასეთი კარგი შესაძლებლობისათვის“ - ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა
01-03-2019
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყოველ წელს დიდი ენთუზიაზმით ელოდება ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებას. წელს ჩემპიონატის შესარჩევ ტურში 42 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან ზღვარი 25-მა გადალახა. 
 
„ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა სომხურენოვანი სკოლა გახლავთ. სკოლა  ყოველ წელს დიდი ენთუზიაზმით ელოდება „ეტალონის“  დაწყებას. წელს ინტელექტ-ჩემპიონატის 
პირველ ტურში მონაწილეობის სურვილი 42 -მა მოსწავლემ გამოთქვა. აღნიშნული მოსწავლეებიდან დადგენილი ზღვარი 25-მა გადალახა.
 
ასევე დიდი სიხრულით ველოდებით მეორე ტურის გამოცხადების თარიღს. სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები მადლობას ვუხდით „ეტალონს“ ასეთი კარგი შესაძლებლობისათვის.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203