თელავის N7 საჯარო სკოლაში სასკოლო-საბუნებისმეტყველო კონფერენცია „მემკვიდრული ცვალებადობა“ გაიმართა
01-03-2019

თელავის N7 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებლის, განათლების დოქტორის, ნათელა ბაღათრიშვილის  ხელმძღვანელობით გაიმართა V სასკოლო-საბუნებისმეტყველო კონფერენცია „მემკვიდრული ცვალებადობა“.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საჯარო სკოლების დირექტორები, ბიოლოგიის მასწავლებლები და მოსწავლეები.       

კონფერენცია გახსნა სკოლის გუნდმა (ხელმძღვანელი: მაია შალიკაშვილი).

სტუმრებს მიესალმა სკოლის დირექტორი მაია სილაგაძე. მან 2016-2017 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებულები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა. 

კონფერენციაზე მოსწავლეებმა ჩაატარეს  ექსპერიმენტი - დნმ-ის გამოყოფა ხახვისგან და განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა :

• მემკვიდრული ცვალებადობა

• მუტაციების გამომწვევი ფაქტორები

• ნამგლისებრი ანემია

• აბინიზმი

• ჰემოფილია

• პატაუს სინდრომი

• კატის კნავილის სინდრომი

• ედვარდსის სინდრომი, დაუნის სინდრომი

• კლაინფელტერის სინდრომი, ტერნერის სინდრომი

კონფერენციის ბოლოს მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203