ადიგენის მუნიციპალიტეტის, დერცელის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებმა ალექსანდრე კაკულიამ და ასლან მიქელაძემ მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნეს და როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და კოლაუ ნადირაძის ლექსი „1921 წლის 25 თებერვალი“ წაიკითხეს. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
1921 წლის 25
თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი
არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა
საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ანექსია.
იხილეთ ფოტოები