
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით ასპარეზობისთვის დაასაჩუქრა.
რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ტვილდიანმა ლენტეხის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა, მეორე ადგილზე კი რცხმელურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ვანო ტვილდიანი გავიდა.
რცხმელურის საჯარო სკოლის დირექციამ ორივე მოსწავლე ბიბლიით დაასაჩუქრა.
იხილეთ ფოტო