
გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში და მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ.
პირველ ტურში მონაწილე მოსწავლეებს, რომლებმაც 50 ქულიანი ბარიერი გადალახეს, სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო მეორე ტურში მოასპარეზე მოსწავლეები კი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები