
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ბალახაშვილი) საგაკვეთილო თემიდან - ,,შენების ხელოვნება" გამომდინარე, ხელოვნების გაკვეთილზე ქაღალდებისა და მუყაოს ყუთების გამოყენებით ,,შენობები“ შექმნეს.
ხოლო არქიტექტორის მიერ მოსწავლეებისათვის პროექტის გაცნობა/დათვალიერებისა და რეალური დასრულებული მშენებლობის ნახვის მიზნით „მესხეთი თაურს“ ეწვივნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მესხეთი თაურში მოსწავლეებს ორგანიზებულად უმასპინძლეს.
,,მესხეთი თაუერის'' გუნდის დამსახურებით მოსწავლეებმა კლასში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად ნანახით განამტკიცეს და უამრავი სიახლით გაამდიდრეს. პატარა სტუმრებმა და მშობლებმა ქალაქის ყველაზე მაღალი შენობის სახურავიდან, პანორამული ხედების ფონზე, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ბინები და მოინახულეს მიწისქვეშა ავტოსადგომი. როგორც თავად ამბობენ, შენობის დიზაინი და არქიტექტურა მოეწონათ, ყველაზე მეტად კი კომპლექსის სახურავით მოიხიბლნენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები