
ახმეტის მუნიციპალიტეტის მატნის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, თამუნა ექვთიმიშვილმა და სოფიკო გოდერძიშვილმა მოამზადეს პროექტი, რომლის მიზანი იყო სოფელში განათლების ხარისხის ზრდა.
პროექტში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა „ახალგაზრდული იდეის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძინეს 700 ლარის ღირებულების 57 წიგნი და საჩუქრად გადასცეს სოფლის ბიბლიოთეკას.
იხილეთ ფოტოები