ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
28-02-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის, ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „თოვდა და თბილისს ეხურა თალხი“ გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვალის მოვლენებზე ისაუბრეს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები-იუნკრები განასახიერეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203