
თბილისის N132 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის კვირეული ჩატარდა.
კვირეული საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა სამსექტორიანია (ქართული, რუსული და სომხური) შესაბამისად, კვირეულის ფარგლებში გამართულ აქტივობებში სამივე სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლაში კედლის გაზეთი გაკეთდა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები მოეწყო.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. კვირეულის ბოლოს ფილმის ჩვენება მოეწყო და დისკუსია გაიმართა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
იხილეთ ფოტოები