„ეტალონი“ ჩვენი სკოლისთვის ტრადიციად იქცა“ - წალკის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა
28-02-2019
წალკის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
ჩემპიონატში მე-8-მე-11 კლასის 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა და მათგან 40-მა ბარიერი გადალახა.
„ეტალონი“ ჩვენი სკოლისთვის უკვე ტრადიციად იქცა. მასში მე-8-მე-11 კლასის 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. აქედან 40-მა ბარიერი გადალახა და ელოდება რაიონის მოსწავლეთა შედეგებს, რათა მუნიციპალური ტურში სკოლა და ოჯახი ასახელონ.
წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს