დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ნინო ტუშურის ხელმძღვანელობით მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე „ჩვენ არქიტექტორები ვართ“.
მოსწავლეებმა მუყაოს, ფერადი ქაღალდების, საღებავების, ქვიშის და კოლოფების გამოყენებით შექმნეს მწვანე „პარკები“. ასევე, ააწყვეს თავიანთი ოცნების შენობების „მაკეტები“.
პრეზენტაციაზე თითოეულმა ჯგუფმა ისაუბრა თანამედროვე არქიტექტურაზე და დასასვენებელი პარკების მნიშვნელობაზე.
იხილეთ ფოტოები