
გალავნის საჯარო სკოლაში მე-11 კლასელები არჩევით საგანს, „მეწარმეობის საფუძვლები“ სწავლობენ.
საგანს მასწავლებელი ელისაბედ ნავდარაშვილი ასწავლის.
საგნის სწავლებისას ჩამოყალიბდა მინი კომპანია „ოქროს ხელები“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც.
მოსწავლეების ნამუშევრები „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებმა შეიძინეს.
იხილეთ ფოტოები