დღვანას საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-02-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის, დღვანას საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა. 

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა 1921 წლის თებერვლის მოვლენები მიმოიხილეს და საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.  1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203