უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო შეიქმნა
27-02-2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო შეიმუშავა.

ცენტრის ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სახელმძღვანელოს მიზანია, დაეხმაროს უნივერსიტეტებს რათა უკეთ გაიგონ აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნები.

„აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და/ან განვითარებაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია არ არის ყოვლისმომცველი და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს“, - ნათქვამია სახელმძღვანელოს შესავალში.

იხილეთ: უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203