თბილისის N45 საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატს ორგანიზება მოსწავლეთა თვითმმართველობამ გაუწია.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა - I ადგილი თემო სამსონიძე (8კლ), II ადგილი ანი მჭედლიძე (8კლ), III ადგილი გიორგი გუმბერიძე (7 კლ).
სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მზია გელაშვილმა მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები