მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა
28-02-2019

მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

ბრძანებს მიხედვით, როგორც მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად, ასევე ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა უნდა მოიცავდეს:

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

2. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;

3. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203