წაღვერის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა პროექტი - „დემოკრატიის სამი წელი“ განახორციელა
27-02-2019

წაღვერის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „პირამიდა“ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პროექტი - „დემოკრატიის სამი წელი“ განახორციელა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდის, 1918-1921 წლების, შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში, 23 თებერვალს, კლუბის წევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ, რომელსაც ისტორიკოსი დავით არაბიძე ხელმძღვანელობდა.

კონფერენციაზე თემაზე - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრები“, პრეზენტაცია მე-11 კლასის მოსწავლემ ქეთი გელაშვილმა მოამზადა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ გრაკლიანის გორაზე, სადაც არქეოლოგების სამუშაო ველი დაათვალიერეს. იქ აღმოჩენილი ცივილიზაციების უნიკალურ არქეოლოგიურ მასალას გაეცნენ. ასევე ეწვივნენ ძველი თბილისის ისტორიულ უბანს ლეღვთახევს; დაათვალიერეს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი და საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი.

პროექტს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მაია გულიაშილი ხელმძღვანელობდა.

საგანმანათლებლო ტურის საორგანიზაციო საკითხების ხელმძღვანელი კი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - რუსუდან ქუთათელაძე იყო. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203