
სენაკის მუნიციპალიტეტის, ეკის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დავიცვათ თავისუფლება“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება სკოლის დირექტორმა ლელა სიჭინავამ გახსნა. დირექტორმა 1921 წლის თებერვლის მოვლენები მიმოიხილა.
სკოლის აღსაზრდელებმა კი, ხელოვნების მასწავლებლის ელისო ტაბატაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „დავიცვათ თავისუფლება“ პრეზენტაცია ჩაატარეს.
მოსწავლეებმა 25 თებერვლისადმი მიძღვნილი ლექსები და მონოლოგები წაიკითხეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
იხილეთ ფოტოები