კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მეორეკლასელები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში იმყოფებოდნენ
26-02-2019

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“  2ბ და 2გ კლასის მოსწავლეები, პედაგოგების ნანა დარჯანიას და ნათია აკოფოვის ხელმძღვანელობით, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმი“, სამეცნიერო შოუზე, იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა აზოტისაგან მაშმელოუ გაყინეს და  რაფაელო დაამზადეს. ბოლოს კი საკუთარი ხელით დამზადებული ნუგბარი მიირთვეს.

მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმიდან მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203