კერძო სკოლა „მილენიუმს“ წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის სერტიფიკატი გადაეცა
26-02-2019

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმს“ საქართველოს უნივერსიტეტმა წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატი გადასცა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს უნივერსიტეტის მადლობა სკოლის მთელ კოლექტივს გაუხარდა.

„ხე ნაყოფით შეიცნობა - სკოლა - მოსწავლეებით, აწ უკვე სტუდენტი მოსწავლეების გამო მადლობას რომ გადაგიხდიან კი განსაკუთრებული ემოციით ივსები. სენტიმენტალიზმია ეს თუ უბრალო გრძნობების განახლება ფაქტია, რომ საქართველოს უნივერსიტეტიდან მოსული მადლობა ძალიან გაუხარდა ყველას - დირექტორს (ე.ლეკვეიშვილი), დამრიგებელსა (თ. ხარგელია) და მთელ კოლექტივს. კიდევ ერთხელ დავულოცავთ გზას ჩვენს კურსდამთავრებულებს, იმედია, მოვა დრო, მათი წარმატებები წარმატება იქნება მთელი საქართველოსთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203