საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა კონკურსში - „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ მონაწილეობდა
26-02-2019

საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა კონკურსში - „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ მონაწილეობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკო-კლუბის მოსწავლეებიდან დაკომპლექტდა გუნდი, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში როგორც სკოლაში, ასევე თემში ქაღალდის ნარჩენები/მაკულატურა შეაგროვა და ამით რაიონში ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის დანერგვას შეეწყო ხელი.

შეგროვილი მაკულატურა გადაიცვალა გამომცემლობა „პალიტრა L“-ის გამოცემულ სახელმძღვანელოებზე.

პროექტში მონაწილე ბავშვებს კი სერთიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203