თბილისის N133 საჯარო სკოლას საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი ტარიელ ფუტკარაძე სტუმრობდა
26-02-2019

თბილისის N133 საჯარო სკოლას საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი ტარიელ ფუტკარაძე სტუმრობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. მოსწავლეები  ცნობილ მეცნიერს მომზადებული დახვდნენ და ბევრ საინტერესო კითხვაზე მიიღეს პასუხი.

„ჩვენი სკოლა მუდამ მასშტაბურად აღნიშნავს ამ დღეს. მადლობა სტუმარს, ღირსეულ მამულიშვილსა და უზადო პატრიოტს ჩვენი აღსაზრდელებისათვის ეროვნული სულისკვეთების ასე მაღალი დოზით გაზიარებისა და სწორი ორიენტირის მიცემისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.  ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები სრულად

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203