
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაჯანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი - „GREEN CLUB“ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ, ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში თემაზე - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ მონაწილეობდა.
სკოლის პროექტმა I ადგილი დაიკავა. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი - ფიქრია ჭიღვარიაა.
კონკურსში ასევე გაიმარჯვეს სკოლებმა - II ადგილი - საგარეჯოს N4 საჯარო სკოლა - მასწავლებელი - მთვარისა ბაღათრიშვილი, III ადგილი - ქუთაისის N7 საჯარო სკოლა - მასწავლებელი - ზაიარა ტყაბლაძე.