ბორბალოს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიუძღვნეს
26-02-2019

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ბორბალოს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. 

სკოლაში ოკუპაციის თემაზე ფილმების ჩვენება გაიმართა და თემაზე - „რუსეთის აგრესია“ დისკუსია ჩატარდა.

კვირეულს ორგანიზება ისტორიის მასწავლებელმა ცირა ჯელიამ გაუწია. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.  ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203