ფცის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა
26-02-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის საციხურის საჯარო სკოლაში ჩატარდა ფრონის ხეობის პირველობა ფრენბურთში გოგონებს შორის, სადაც მონაწილეობას იღებდნენ: აბანოს, აბისის, ბერძენაულის, თამარაშენის, საციხურისა და ფცის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები.

შეჯიბრება საინტერესოდ წარიმართა.

ღირსეული გამარჯვება ფცის საჯარო სკოლის გუნდმა ,,ფციულამ“ მოიპოვა და დაიკავა I ადგილი. II ადგილზე საციხურის საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო III ადგილზე აბისის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

„დიდი მადლობა მასპინძელ საციხურის საჯარო სკოლას და მონაწილე სკოლის გუნდებსა და მათ პედაგოგებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203