ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული ჩოხატაურელი იუნკერის ხსოვნას პატივი მიაგეს
26-02-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბ - „ეკოლოგების“ წევრებმა, იუნკერთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, საბჭოთა ოკუპაციის დროს, კოჯორში დაღუპული ჩოხატაურელი იუნკერის, სოფელ სამების მკვიდრის, მაკარ ბურჭულაძის საფლავი მოინახულეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

კოლის აღსაზრდელებმა იუნკერის საფლავი ყვავილებით შეამკეს და სიმბოლურად ყვავილის ნერგები დარგეს. 

სკოლის აღსაზრდელებთან ერთად იუნკერის ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და სოფელ ამაღლების ხენმძღვანელმა პირებმა, სოფელ სამებისა და შუა ამაღლების საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა.

მამა გიორგიმ საფლავზე გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი აღევლინა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203