Izrune.ge და მამაშვილური მზრუნველობა - ვაჩანძეების ოჯახმა თებერვლის შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა
26-02-2019

Izrune.ge თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად წარმატებისკენ სვლას აქტიურად აგრძელებს. თებერვლის თვემაც მზრუნველობით ჩაიარა და კიდევ ერთი ნიჭიერი მოსწავლე გიორგი ვაჩანძე გაგვაცნო, რომელმაც შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა.

თბილისის N59 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლის ისტორია იმითაც საინტერესო და საამაყოა, რომ Izrune.ge-სთან ერთად მასზე მზრუნველობას მამა, ვიქტორ ვაჩანძე იღებს.

ოჯახი ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მოუთმენლად ელის და შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტების გავლით გიორგის წარმატებულ და ბედნიერ მომავალზე ზრუნავს:

es.jpg

გიორგი ვაჩანძე, მოსწავლე:

„ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები ტესტების გამოქვეყნებას, მამასთან ერთად საკითხების გავლა ძალიან საინტერესო და სახალისოა. ხშირად ვმსჯელობთ და განვიხილავთ სხვადასხვა პასუხს, შემდეგ ვიძიებთ დამატებით მასალას. განსაკუთრებით ისტორიული შეკითხვები მომწონს და პასუხის გაცემას არავის ვაცდი ხოლმე.“

esec.jpg

ვიქტორ ვაჩანძე, მშობელი:

„ჩემი მეუღლე, ლელა ჯანჯღავა თბილისის N59 საჯარო სკოლის პედაგოგი და მე-5 პირველი კლასის დამრიგებელია, მისი მოსწავლეებიც აქტიურად არიან Izrune.ge-ში ჩართულები, ასე რომ, სახლშიც და სკოლაშიც აქტიურად ვზრუნავთ მომავალი თაობის წარმატებაზე. ოჯახში მე ავიღე გიორგიზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და ყოველ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ერთად გავდივართ იზრუნეს ტესტებს. პორტალთან ერთად ჩემი შვილი ყოველთვიურად იზრდება და მრავალმხრივ ვითარდება. რაც ყველაზე მეტად მომწონს არის ის, რომ სწავლის მოტივაცია მეტად უჩნდება და ტესტირების რეჟიმში მუშაობასა და მოკლე დროში გადაწყვეტილების ეფექტურად მიღებას სწავლობს, ეს უნარები კი სამომავლო წარმატებაში ძალიან გამოადგება.“

gi.jpg

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203