
ონის მუნიციპალიტეტის, ღების საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრში 8-12 კლასის მოსწავლები მონაწილეობდნენ.
სასკოლო ჩემპიონატს პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ოთარ როსტომაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ჩემპიონატში ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები