
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები, პედაგოგ ქეთევან გველუკაშვილის ხელმძღვანელობით სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი გამოფენა - „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილი სხვადასხვა კოლექციები ნახეს და მოიპოვეს ფოტომასალა თავიანთი პროექტისთვის, რომელიც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას ეხება.
იხილეთ ფოტოები