ტოლოშის საჯარო სკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდმა ,,სასკოლო ოლიმპიადა 2019’’-ის მუნიციპალურ თამაშებში I ადგილი დაიკავა
25-02-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის, ტოლოშის საჯარო სკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდმა ,,საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა 2019’’-ის მუნიციპალურ თამაშებში წარმატებით იასპარეზა.

გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი და ზონალურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. 

,,საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა 2019’’-ის მუნიციპალური თამაშები, სპორტულ სახეობა კალათბურთში, 23 თებერვალს, ქ. ბორჯომის N3 საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა.

ღონისძიებაში ასპინძის საჯარო სკოლისა და ტოლოშის საჯარო სკოლის ბიჭების და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ.

სკოლა გოგონათა გუნდს და მათ მწვრთნელს გამარჯვებას  და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203