ახალსოფლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მოეწყო
25-02-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში საჯაროდ კითხვის დღე მოეწყო.

ღონისძიებას სკოლის ბიბლიოთეკარი მანანა ტორაძე და მე-7 კლასის ხელმძღვანელი ლალი ფრეწუაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეებმა ეს დღე მირზა გელოვანის ხსოვნას მიუძღვნეს.

„ამ ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის პედაგოგებმაც მიიღეს და მოსწავლეებს თავიანთი საყვარელი ლექსები წაუკითხეს. ვფიქრობ, ამ დღემ კიდევ უფრო გაათბო და გაახალისა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203