ქარელის მუნიციპალიტეტის, კეხიჯვარის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბმა -„გზამკვლევი“ პროექტ - „ქალთა კვირეულის“ ფარგლებში ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგზე სკოლის აღსაზრდელებმა თემაზე გენდერი და გენდერული თანასწორობა იმსჯელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, საჭიროებებსა და გამოწვევებზე. დისკუსიის ნაწილში, რომელიც საკმაოდ აქტიური და ინტერაქციული იყო მოსწავლეებმა განიხილეს ცოცხალი ისტორიები ქალთა გადაუჭრელი პრობლემების შესახებ.
ტრენინგს კლუბ „გზამკვლევის“ ლიდერები სოფო ცხვედაძე, თამარ ქუმსიშვილი, მარი ნაზაროვი, ლიკა ჯაიანი და კლუბის მეურვე პედაგოგი თეა ლომიტაშვილი უძღვებოდნენ.
ღონისძიებას მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები თამარ ლომიტაშვილი და ინგა ხაჩიძე ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები