მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის 2019 წლის პროგრამები გამოქვეყნდა
22-02-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის 2019 წლის საგამოცდო პროგრამები გამოაქვეყნა.

კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია მარტის თვეში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ფორმატში წელს ცვლილებები არ იგეგმება. სიახლე, რომელიც მასწავლებლებს გამოცდაზე ელით, კრედიტქულების დაგროვებას უკავშირდება. 

როგორც etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მასწავლებლებისთვის 1 და 4 კრედიტქულის ნაცვლად, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მხოლოდ 7 და 10 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ.

ვრცლად იხილეთ: რა სიახლეები ელით მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203