როგორია სკოლის დირექტორთა გენდერული სტატისტიკა და რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი მამაკაცი დირექტორი
24-02-2019

საქართველოს მასშტაბით, 2 057 მოქმედი დირექტორია, საიდანაც ქალი დირექტორების რაოდენობა 1 265-ია, ხოლო მამაკაცების - 792 - აღნიშნული ინფორმაცია eloni.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან გამოითხოვა.

გთავაზობთ, რეგიონების მიხედვით დირექტორთა გენდერული ბალანსის სტატისტიკას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველაზე მეტი მამაკაცი დირექტორი - 152, იმერეთის რეგიონშია, ხოლო ქალი დირექტორი -  213, იმერეთში.

იხილეთ, რეგიონების მიხედვით დირექტორთა გადანაწილება რაოდენობისა და სქესის მიხედვით:

იმერეთი - ქალი დირექტორი 213; მამაკაცი - 152;

ქვემო ქართლი -  ქალი დირექტორი 128; მამაკაცი - 119;

სამეგრელო-ზემო სვანეთი - ქალი დირექტორი 140; მამაკაცი - 95;

სამცხე-ჯავახეთი - ქალი დირექტორი 117; მამაკაცი - 90;

კახეთი - ქალი დირექტორი 143; მამაკაცი - 41;

აჭარა -  ქალი დირექტორი 93; მამაკაცი - 131;

თბილისი - ქალი დირექტორი 137; მამაკაცი - 36;

შიდა ქართლი - ქალი დირექტორი 120; მამაკაცი - 39;

გურია - ქალი დირექტორი 60; მამაკაცი - 36;

მცხეთა-მთიანეთი - ქალი დირექტორი 63; მამაკაცი - 23;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ქალი დირექტორი 42; მამაკაცი - 26;

აფხაზეთი - ქალი დირექტორი 9; მამაკაცი - 4.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203