ჩხორიის საჯარო სკოლა სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს
22-02-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლა უკვე მესამე წელია ჩართულია eTwinning-ის ქსელში. 

eTwinning-ის მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან თანამშრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლება, საკუთარი პროექტების შექმნა და ა.შ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ქსელში ჩართულია 5 მასწავლებელი. აქედან სამ მასწავლებელს - ლულა ხვიჩავას, ირინა სოსელიას და ინგა სამუშიას  უკვე მიენიჭათ ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშნები. უფრო გაიღრმავეს ცოდნა თანამედროვე სწავლისა და სწავლების მეთოდებსა და აქტივობებზე.

„eTwinning-ის პროექტებში მონაწილე მოსწავლეები თანამშრომლობენ უცხოელ თანატოლებთან, ხალისით ამზადებენ სხვადასხვა რესურსებს, აკეთებენ პრეზენტაციებს , იღებენ ფოტოებს, ქმნიან ელექტრონულ წიგნებს, ვიდეორგოლებს, რითაც უცხოელ კოლეგებს აცნობენ საკუთარი ქვეყნის ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს. უფრო მჩქეფარე გახდა სასკოლო ცხოვრება. მოსწავლეები ეკონტაქტებიან ერთმანეთს,  გაიმდიდრეს ლექსიკა, უფრო მეტად დაეუფლნენ უცხო ენას, გახდნენ თვითდაჯერებულნი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203